იტალიის სერია A-ს დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „მილანის“ ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ დასახელდა. თურქმა ფეხბურთელმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიპოვა.
26 წლის მოთამაშემ დეკემბერში 5 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, რითაც „მილანის“ წარმატებულ მატჩებში დიდი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თურქი ნახევარმცველის ანგარიშზე სერია A-ში 15 მატჩი, 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.