ფეხბურთი

15:25 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსი“ და „ვულვზი“ ერიკსენის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, შესაძლოა „აიაქსში“ ან „ვულვერჰემპტონში“ გადავიდეს - გვამცნობს Football Italia. ამ კლუბების ხელმძღვანელობები უკვე დაუკავშირდნენ დანიელის წარმომადგენლებს, თუმცა კონკრეტულ წინადადებებზე ინფორმაცია ჯერ არ ხმაურდება.

სავარაუდოდ, ერიკსენი „ნერაძურის“ ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვებს. ის კლუბს და საერთოდ იტალიას ვერ შეეგუა. ამასთან, მილანელები ისევ ელოდებიან ერიკსენის ყოფილი კლუბისგან, „ტოტენჰემისგან“ წინადადებას, იქ დანიელი გუნდის ლიდერი იყო.

მანამდე ერიკსენმა ოთხი წელიწადი „აიაქსში“ გაატარა, სადაც 2009 წელს გადავიდა „ოდენსედან.“

0.1217