ფეხბურთი

13:50 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„საუთჰემპტონის“ მწვრთნელმა „ლივერპულთან“ მოგების შემდეგ, თავისი აცრემლების ამბავი ახსნა

„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმა, პრემიერლიგის მე-17 ტურში „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს თავისი ემოციების შესახებ უამბო.

„ცრემლები ქარის გამო წამომივიდა. მაგრამ ემოციურადაც ძალიან დატვირთული ვიყავი. როცა ხედავ, როგორი თავგანწირვით იბრძვიან შენი ბიჭები ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, სიამაყე გიპყრობს.

„ლივერპულთან“ რომ შედეგს მიაღწიო, იდეალურად უნდა ითამაშო და მგონი ეს მოვახერხეთ. მეტოქე სახიფათოდ გვიტევდა, მაგრამ მთავარი ჩვენი დაცვის შესანიშნავი ქმედება აღმოჩნდა, განსაკუთრებით საჯარიმოს წინ.

მატჩი ძალიან ემოციური გამოდგა. ხმა თითქმის დავკარგე, ბიჭებს ქანცი გასძვრათ, მაგრამ სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა. იდეალური საღამო იყო.“ - ციტირებს ჰაზენჰიუტლის სიტყვებს BBC.

0.115264