ფეხბურთი

1:20 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პენალტი ჟორჟინიოს სტილში და ულამაზესი მაკრატელა: არაბულის სუპერდუბლი საბერძნეთში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მე-14 ტურში ბაჩანა არაბულმა დუბლი შეასრულა და ერთი ფანტასტიკური გოლი გაიტანა - მაკრატელა დარტყმით. ქართველი ფეხბურთელის „ლამიამ“ შინ სალონიკის „არისს“ 2:0 მოუგო, მიმდინარე სეზონში პირველად იმარჯვა და მატჩის გმირი ცხადია არაბული იყო.

26 წლის ფეხბურთელმა ანგარიში მერვე წუთზე პენალტით გახსნა. თუმცა, ეს არ ყოფილა უბრალო თერთმეტრიანი, ტექნიკურად ბრწყინვალე სტილში შეასრულა. აი, ისე, ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ჟორჟინიო რომ ასრულებს. სხვათა შორის, მსაჯმა თავიდან პენალტის შესრულება წესის დარღვევად შეაფასა, გოლი გააუქმა და არაბული გააფრთხილა, მაგრამ შემდეგ VAR-მა ეპიზოდი გადაამოწმა და გოლიც ჩაითვალა.

9 წუთში კი ქართველმა ფორვარდმა ნამდვილი შედევრი შექმნა და ულამაზესი მაკრატელათი დუბლი გაიფორმა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არაბულმა მიმდინარე სეზონში მერვედ ითამაშა და ეს მისი პირველი გოლები იყო.

ჩვენებური მოედანზე 90 წუთი იყო, ხოლო მისი თანაგუნდელი გუგა ფალავანდიშვილი მინდორზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. „ლამიას“ 11 თამაშში 5 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

0.12492