ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი ედგარ დავიდსი პორტუგალიური „ოლანენსეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
დავიდსი ბოლოს ნიდერლანდურ „ტელსტარში“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, მის კარიერაში კი პირველად იმუშავებს მთავარ მწვრთნელად. გარდა ამისა, 2012-2014 წლებში ინგლისური „ბარნეტის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო.
„ოლანენსე“ ერთ დროს პორტუგალიის უმაღლესი ლიგის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ ამჟამად რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს. რაც შეეხება დავიდსს, მას წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. განსაკუთრებით კარგად „აიაქსსა“ და „იუვენტუსში“ ითამაშა, ხოლო „მილანში“, „ბარსელონაში“, „ინტერსა“ და „ტოტენჰემს“ თავის დამკვიდრება დიდად ვერ მოახერხა.