ფეხბურთი

17:39 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" სერხიო რამოსისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ არ შეუთავაზებია

მადრიდის „რეალში“ სერხიო რამოსის მომავალი ისევ ბუნდოვანია. ესპანელ მცველს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და უკვე შეუძლია წინასწარი კონტრაქტი ნებისმიერ გუნდთან გააფორმოს.

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ესპანური მედიის ცნობით, რამოსს „რეალისგან“ კონტრაქტის განახლების შესახებ ჯერ წინადადება არ მიუღია. ფეხბურთელს მადრიდულ გრანდში დარჩენა სურს და შეთავაზებას ელოდება, მაგრამ ის არ ჩანს.

ამდენად, თუ წინადადება არ იქნება, რამოსს კლუბის დატოვება მოუწევს, სადაც ყველაფერი გააკეთა და მოიგო. მათ შორის, 5-ჯერ ლა ლიგა და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი „რეალის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს, როდესაც მადრიდში „სევილიადან“ გადავიდა. ესპანელმა შემტევმა „ბლანკოსის“ მაისურით დღემდე 666 მატჩი ჩაატარა და 100 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1114