რუსულმა გამოცემა sport.business-gazeta-მ ყაზანის „რუბინის“ სატრანსფერო გეგმებზე სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ცხადია იანვრის სატრანსფერო ფანჯარას ეხება. მასში საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც არის, კერძოდ, ქართველი შემტევის გუნდიდან წასვლის ალბათობაზე.
როგორც აღნიშნული წყარო წერს, ამ დროისთვის „რუბინს“ კონკრეტული წინადადება 19 წლის ნახევარმცველის შესახებ არ აქვს და ამიტომ, კლუბი არ აპირებს მიმდინარე თვეში ნიჭიერ ფეხბურთელთან შელევას. ყაზანელთა მიზანია, ხვიჩამ სეზონი „რუბინში“ დაასრულოს და მისი გაყიდვა უფრო მოსალოდნელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშია.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რუსული გუნდის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა არ დამალა, თუ კვარაცხელიას თაობაზე საინტერესო და შესაფერის წინადადებას მივიღებთ, არ შევაფერხებთო. თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს წინადადება არა მარტო გუნდისთვის, არამედ ხვიჩასთვისაც ხელსაყრელი უნდა იყოს, რომ განვითარება გააგრძელოს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა რუსეთის პრემიერლიგაში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.