„გოლდენ სტეიტმა“ NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს „პორტლენდი“ 137:122 დაამარცხა, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შეძლებდა, რომ არა სტეფ კარის გიჟური თამაში. ამერიკელმა კალათბურთელმა ფანტასტიკური თამაში ჩაატარა და 62(!) ქულა მიითვალა.
სტეფმა 15-დან 10 ორქულიანი, 16-დან 8 სამქულანი და 19-დან 18 ჯარიმა ჩააგდო და კარიერაში ერთ-ერთი სუპერთამაში ჩაატარა. „პორტლენდის“ რიგებში დამიან ლილარდსაც მაგარი მატჩი ჰქონდა, მაგრამ მისი 32 ქულა ქულა სტეფის 62 ქულასთან აბა, რა მოსატანია. სხვათა შორის, კარისთვის 62 ქულა კარიერის რეკორდია...
„გოლდენ სტეიტ უორიორზს“ 6 თამაშში 3 გამარჯვების წილ 3 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მერვე-მეცხრე ადგილებს სწორედ „პორტლენდთან“ ერთად იყოფს, რომელსაც იგივე ბალანსი აქვს.