მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ვიგოს „სელტასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი თამაშს სრულად აკონტროლებდა.
„ჩვენ თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით მატჩის მიმდინარეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა. მეტოქის ნახევარზე ბურთის დაჭერა და მატჩის მოგებისკენ სწრაფვა ჩვენი თვისებაა.
ბედნიერი ვარ ასენსიოს გამო. მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა, ახლა მარკო სულ უკეთ თამაშობს. აზარი? თანდათან დაგვიბრუნდება, ძალდატანება საჭირო არ არის. ლუკას ვასკესი კი ძალიან საიმედო ფეხბურთელია, მისი ასეთი თამაში არ მიკვირს, არც მე და არც თანაგუნდელებს. კარვახალს რაც შეეხება, თავს არაკომფორტულად გრძნობდა, მაგრამ ვფიქრობ, იქ სერიოზული არაფერია“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, მადრიდის „რეალს“ 17 ტურში 26 ქულა აქვს მოპოვებული და ლა ლიგას ლიდერობს, მაგრამ თანაქალაქელი „ატლეტიკო“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და დიეგო სიმეოენს გუნდს 3 მატჩით ნაკლებიც აქვს გამართული.