ფეხბურთი

2:31 | 3.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგაში მისი ფავორიტი გუნდი დაასახელა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პრემიერლიგიაში მისი ფავორიტი გუნდი ბირმინგემის „ასტონ ვილაა“. პორტუგალიელის აზრით, „ვილა პარკელები“ ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობენ.

„როგორც ზოგი ამბობს, ისე არ ვფიქრობ. არმგონია, რომ წინ უფრო მარტივი მატჩები გვაქვს. „ლიდსთან“ თამაში რთულია. „ასტონ ვილა“კი პრემიერლიგაში ჩემი რჩეული გუნდია. მომწონს ამ გუნდის თამაში ყურება. კარგი ფეხბურთელები ჰყავს და კარგად არიან მომზადებულნი“, - თქვა მოურინიომ.

ლონდონის „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 16 მატჩის შემდეგ 29 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურის შეხვედრა კი 14 იანვარს, სწორედ „ასტონ ვილასთან“ ელოდება.

0.112262