ინგლისის პრემიერლიგაში კორონავირუსის გამო კიდევ ერთი მატჩი გადაიდო. ხვალ დაგეგმილი „ფულჰემისა“ და „ბარნლის“ თამაში არ გაიმართება, რადგან ლონდონელთა რიგებში ისევ კოვიდ-ინფექციაა გავრცელებული.
ამავე მიზეზით წინა ტურში „ფულჰემისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრა გადაიდო, ხოლო მანამდე მოედანზე „ევერტონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებიც ვერ გავიდნენ.
როგორც ჩანს, კორონავირუსმა პრემიერლიგის კალენდარზე გავლენის მოხდენა ისევ დაიწყო. ყოველშემთხვევაში ბოლო 4 დღეში მესამე მატჩი გადაიდო, რაც საგანგაშო ნიშანია.