ფეხბურთი

12:57 | 2.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ანჩელოტის დავურეკე და სიტუაცია პირადად ავუხსენი"

„მანჩესტერ სიტის“ ხუთი ფეხბურთელი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ამის შესახებ პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომლის თქმით, „ევერტონთან“ მატჩის გადადებამდე ლივერპულელთა მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის თავად დაურეკა, რომ მდგომარეობა აეხსნა.

„ახლა კოვიდინფიცირებული 5 ფეხბურთელი გვყავს. პირველად ორ მოთამაშეს და შტაბის ორ წევრს ჰქონდა დადებით პასუხი, ახლა კიდევ 3 ფეხბურთელს. კარლო ანჩელოტის მე პირადად დავურეკე სიტუაციის ასახსენლად. ჩვენ შეგვეძლო თამაში, მაგრამ რა მოხდებოდა თუკი ყველანი ავტობუსით ვიმგზავრებდით და ზოგიერთი მოთამაშე დაინფიცირებულიყო? წინა დღეს ერთმანეთთან კონტაქტი გვქოდა და რა მოხდებოდა თუ „ევერტონის“ ფეხბურთელებსაც დავაინფიცირებდით?“ - თქვა გვარდიოლამ.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ სიტი“ უახლოეს მატჩს 3 იანვარს, სტუმრად ლონდონის „ჩელსისთან“ გამართავს.

0.122058