„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის მორიგი ტურში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მოუგო (2:1) და დიდხნიანი პაუზის შემდეგ გათამაშების სათავეში მოექცა („ლივერპულთან“ ერთად). ოლე გუნარ სულშერი რა თქმა უნდა, კმაყოფილია და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ძალიან გაიზარდა.
„ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვართ 3 ქულით. ეს იყო კარგი თამაში, ვქმნიდით მომენტებს და ბოლოს ერიკ ბაილმა ფანტასტიკურად დაბლოკა დარტმა, ალბათ ამან 2 ქულა გადაგვირჩინა. თამაში ცოტა გახსნილი იყო და ჩვენ არ ვთამაშობდით ერთი შეხებით, ვერ ვიყენებდით მიღებულ სივრცეებს. ბრუნო ფერნანდეში? მას სურს პენალტების შესრულება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას არ ეშინია, რომ პენალტს გააცუდებს, ძალიან საიმედო და თავდაჯერებულია.
რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ერთ წელიწადში შესამჩნევად უკეთესები გავხდით. ერთი წლის წინ „არსენალთან“ წავაგეთ და მას მერე საგრძნობლად დავიხვეწეთ, ყველანი ფორმაში შევდივართ და ვძლიერდებით. ბიჭები სწავლობენ და რაც მნიშვნელოვანია, სურვილი აქვთ, რომ უკეთესები გახდნენ, კონცენტრირებულები არიან", - თქვა სულშერმა.
შეგახსენებთ, "მანჩესტერმა" გუშინ ბირმინგემის "ასტონ ვილას" 2:1 მოუგო და პრემიერლიგას "ლივერპულთან" ერთად ლიდერობს.