ფეხბურთი

1:26 | 2.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო პრემიერლიგის წინააღმდეგ: "არაპროფესიონალურად მოიქცნენ"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და ისინი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. პორტუგალიელის გაბრაზება „ფულჰემთან“ მატჩის გადადებამ გამოიწვია.

„არ მსურს ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრო, რადგან ვფიქრობ, რომ მართლაც არაპროფესიონალური რამ იყო, თუმცა ეს მოხდა. თითქმის მზად ვიყავით სათამაშოდ“, - თქვა მოურინიომ.

„ტოტენჰემი“ – „ფულჰემის“ მატჩი დაწყებამდე 4 საათით ადრე გადაიდო და მოურინიოც სწორედ ამიტომ გაბრაზდა. თამაშის გადადების მიზეზი კი „ფულჰემის“ რიგებში კორონავირუსის გავრცელება იყო.

0.116821