ფეხბურთი

0:09 | 2.01.2021 | ნანახია 0 - ჯერ

"გალათასარაის" ფეხბურთელს ფოიერვერკი აუფეთქდა და შესაძლოა მხედველობა დაკარგოს

სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელი ომარ ელაბდელაუი ახალი წლის ღამეს ფოიერვერკის ხელში აფეთქების შედეგად დაშავდა და შესაძლოა მხედველობა დაკარგოს. თურქული გუნდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მას ხელები და ორივე თვალი აქვს დაზიანებული:

„სამწუხარო შემთხვევის შედეგად ომარმა პირველადი დახმარება მიიღო. მისი თვალების დაზიანების ხარისხი მხოლოდ შემდგომი გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა. ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სიკვდილის საფრთხე არ ემუქრება“, - წერია სტამბოლელთა განცხადებაში.

ექიმმა ვედათ ქაიამ ნორვეგიელი მოთამაშის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი გააკეთა: „ორივე თვალი დაზიანებულია, ერთი მეორეზე მეტად. მისი მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით უკეთესია. შეუძლია ხედვა, მაგრამ ახლა ძნელია იმის თქმა, თუ რა მდგომარეობა იქნება მომავალში“.

ელაბდელაუის შესახებ „გალათასარაის“ პრეზიდენტმა მუსტაფა ჯენგიზმაც ისაუბრა: „ომარი ახლა კარგადაა. საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ უმჯობესდება. იმედი არასდროს დაგვიკარგავს. ვფიქრობ, რომ ერთი ან ორი კვირა უნდა დაველოდოთ“.

შეგახსენებთ, ომარ ელაბდელაუის „მანჩესტერ სიტიში“, „ფეიენოორდში“, ბრაუნშვაიგის „აინტრახტში“, „ოლიმპიაკოსში“, „ჰალ სიტიში“ უთამაშია, ხოლო „გალათასარაის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ნორვეგიის ნაკრებში მას 47 თამაში აქვს ჩატარებული.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.083364
სარეკლამო ადგილი - 99
X x X