ფეხბურთი

22:45 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "ზედიზედ ორი მოგებით, ყველა კარგ ხასიათზეა"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ნელ-ნელა შოკიდან გამოდის და ზედიზედ ორი გამარჯვება ფეხბურთელებს ძალიან დაეხმარება.

"ამ პერიოდში ყველამ ვიცით თუ როგორ გვჭირდება მოგებული მატჩები. მძიმე კვირა გვქონდა, ეს არ ეხება ჩვენ ასპარეზობას, ეს ეხება ნაჩვენებ შედეგს. იმისთვის რომ საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნო გამარჯვებაა საჭირო და ახლა ზედიზედ ორი მოგებით, ვფიქრობ ყველა კარგ ხასიათზეა. ჩვენთვის წამალი არის გამარჯვება და ახლანდელი ჩვენი სურათი უკეთ გამოიყურება. ჩვენ სტაბილურობა და გამარჯვება გვჭირდება." - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.

"არსენალმა" პრემიერლიგაში რვამატჩიანი მოუგებელი სერია გასულ კვირას შეწყვიტა და "ჩელსი" 3:0 დაამარცხა. 29 დეკემბერს კი ესპანელის გუნდმა სტუმრად "ბრაიტონს" მოუგო. ამჯერად "არსენალი" პრემიერლიგის ცხრილში მე-13 ადგილზე 20 ქულით იმყოფება.

0.116851