ფეხბურთი

18:38 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" სასამართლო წააგო და ბობანს 5 მილიონზე მეტი უნდა გადაუხადოს

იტალიურმა „მილანმა“ ზვონიმირ ბობანთან სასამართლო წააგო და ხორვატისთვის 5.3 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

იტალიური მედიის ცნობით, „როსონერი" ვალდებულა ბობანს კომპენსაციის სახით 5.3 მილიონი ევრო გადაურიცხოს. ბობანი „მილანიდან“ 2020 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი გერმანელ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან საიდუმლო მოლაპარაკებების გამო გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ „მილანი“ სასამართლოდ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საჩივარი შეიტანა, რომელიც სულ მალე განიხილება. ხორვატი იტალიური გრანდის მენეჯმენტში 2018 წელს დასაქმდა, მაგრამ კლუბიდან წასვლა მალევე მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ზვონიმირ ბობანი „მილანში“ 1992-2001 წლებში თამაშობდა და შავ-წითლების რიგებში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11173