ფეხბურთი

15:17 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "მზად ვართ ხვიჩა გავუშვათ თუ საინტერესო წინადადება იქნება"

ყაზანის „რუბინი“ მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე შესაბამისი წინადადება განიხილოს და გუნდიდან გაუშვას. ამის შესახებ რუსული გუნდის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ხვიჩამ ეს ჯილდო დაიმსახურა. ის კაშკაშა ფეხბურთელი იყო თავის გუნდში. რაც შეეხება მის მომავალს, ჩვენ მზად ვართ გავუშვათ თუ კი, რეალური და საინტერესო წინადადება იქნება. მზად ვართ ვიფიქროთ თუ ეს შეთავაზება საინტერესო იქნება, როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის. ის ახალგაზრდა ბიჭია, აუცილებელია, რომ თუ წავა, ძლიერ ჩემპიონატში სათადარიგო სკამზე არ დაჯდეს. ჯერ ზრდის პროცესშია და 6 თვის განმავლობაში მოახერხა ძირითადში დამკვიდრება.

ყველას გვაინტერესებს არა მხოლოდ ფინანსები, არამედბიჭი, რომელიც იზრდება და ვითარდება. თანხა? ჯერ შემოგვთავაზონ. ჩვენ არ გვაქვს ხვიჩას გაყიდვა გამიზნული, მაგრამ თუ შესაფერისი წინადადება იქნება, განვიხილავთ“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ქართველმა ფეხბურთელმა გასულსეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხოლო წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.

0.115524