კრიშტიანუ რონალდუ დიდებული მობურთალის გარდა, კარგი მეოჯახე და შვილებზე თანგადაყოლილი რომაა, ეს არაერთხელ დადასტურდა და ამაზე ევროპული მედიაც ხშირად წერს. კრიშტიანუს ზრუნვის განსაკუთრებული ობიექტი მისი შვილი და სეხნია, რონლდუ ჯუნიორია, რომელიც მამის მსგავსად ფეხბურთელობას აპირებს.
უმრწმეს რონალდუს ბევრი რამ აქვს მამისგან გამოყოლილი და შეგვიძლია ახლავე ვთქვათ, რომ ამ ბიჭს პოტენციალი ნამდვილად აქვს. თუმცა, კრიშტიანუ შვილს მუდმივად აძლევს შენიშვნებს და რაც მისგან არ მოსწონს, ეს პირველყოვლისა არაჯანსაღი კვების სიყვარულია. ეს პრობლემა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ შვილს მუდამ ეჩხუბება არასასურველი საკვების სიყვარულის გამო და ურჩევს, თავი დაანებოს კარტოფილი “ფრი“-ს მუდმივად ჭამას და ზედ გაზიანი სასმელების დაყოლებას. პორტუგალიელი ვარსკვლავის აზრით, თუ შვილმა ეს ნაკლოვანებები ვერ მოიშორა, მისგან დიდი ფეხბურთელი ვერასოდეს დადგება.