ფეხბურთი

14:00 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "ჩემი გუნდი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არის ლიდერობისთვის"

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონში არასტაბილურად დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში საოცარ ფორმაშია და მორიგი გამარჯვება „ვულვზთან“ მარკუს რაშფორდის გოლით მოიპოვა.

ინგლისელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე გაიტანა და „წითელ ეშმაკებს“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა.

„ფერგის დრო? (იგულისხმება მსაჯის დამატებული წუთები - რედ) ეს მომენტი დადგა, ჩვენთვის ცოტა ადრე ამ სეზონში. დავიწყეთ მატჩების ბოლოში მოგება და ვგრძნობ, რომ მოთამაშეები ფიზიკურად და გონებრივად საკმარისად ძლიერები არიან ამისთვის.

კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ალბათ ამიტომ, საუკეთესო თამაში არ გამოგვივიდა. ისინი ბოლოს უფრო დაიღალნენ, ვიდრე ჩვენ, შესაძლოა დასვენების დამატებითი დღე დაგვეხმარა, ცოტა იღბალიც, ცოტა თვითმყოფადობაც. თუმცა, ეს მაშინ ხდება, როდესაც მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახდენ. ეს წელი შედეგების თვალსაზრისით პოზიტიური იყო. გვყავს გუნდი, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არის სატურნირო ცხრილში გალიდერებისთვის“, - თქვა სულშერმა.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ამ დროისთვის 30 ქულა აქვს, მეორე ადგილზე აღზევდა და ლიდერ „ლივერპულს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

0.119797