კალათბურთი

2:21 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მორიგი გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ სტუმრად „ესტუდიანტესს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 90:64 აჯობა. კანარიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება ძალიან იოლად მოიპოვეს.

შერმადინმა პარკეტზე 22:20 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი (44%) და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო (100%). მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 აღმოჩნდა, რაც მის გუნდში მეორე შედეგი იყო.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 14 გამარჯვების საპირისპიროდ 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 იანვარს, ლიდერ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.583005