კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო დაშავდა. ლა ლიგის მე-16 ტურში „ეიბართან“ (1:1) მატჩში ბრაზილიელი შეცვლაზე შევიდა და თამაში ვერ ჩაამთავრა.
რონალდ კუმანმა კოუტინიო მოედანზე 66-ე წუთზე შეუშვა, ხოლო 90-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ „ბარსას“ შეცვლების ლიმიტი უკვე ამოწურული ჰქონდა და თამაშის დამთავრება 10 ფეხბურთელით მოუწია.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას“ 15 მატჩში 25 ქულა აქვს, რაც ამ გუნდისთვის ბოლო 17 სეზონში ყველაზე ცუდი შედეგია.