ფეხბურთი

23:12 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრეზიდენტი სპორტულ დირექტორს ესაუბრა: ნინუას "ანორთოსისში" ტრანსფერი იხურება

ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ქართველი ფეხბურთელების რაოდენობის გაზრდას წინ პრაქტიკულად არაფერი უდგას. Goal.com.cy-ს ცნობით, ნიკა ნინუას ტრანსფერთან დაკავშირებით პოზიტიური ნიშნებია და ქართველი ფეხბურთელი სულ მალე გუნდს შეიცვლის.

„ანორთოსისის“ პრეზიდენტი ევგენიოს ჰამბულასი პაოკ-ის სპორტულ დირექტორ ოლაფ რებეს ტელეფონით ესაუბრა და მათ შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს. თუ არაფერი შეიცვალა, სულ მალე ტრანსფერი წარმატებით დაიხურება.

ნინუა „ანორთოსისში“ სეზონის ბოლომდე 6-თვიანი იჯარით გადავა. სხვათა შორის, ქართელ ფეხბურთელს თემურ ქეცბაიასთან უსაუბრია, რომელიც ტრანსფერის ინიციატორია და ნიკამ ფამაგუსტელთა რიგებში გადასვლის სურვილი გამოხატა.

„ანორთოსისში“ ქეცბაიასთან გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი უკვე თამაშობენ. ნიკა ნინუა კი პაოკ-ში აგვისტოში გადავიდა, მაგრამ სალონიკში დამკვიდრება გაუჭირდა, 5 თამაშში 1 გოლი გაიტანა და ახლა სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ანათხოვრებენ.

0.137267