მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო თავდამსხმელშია. ბელგიელი დარწმუნებულია, რომ უკანასკნელ ხუთ თვეში დიდი პროგრესი განიცადა.
„როდესაც მოედანზე გავდივარ, გამარჯვება მსურს. ეს იტალიაში ყველაფერს ნიშნავს. ინგლისში საფეხბურთო მიდგომასთან შედარებით დიდი განსხვავებაა, ტაქტიკური თვალსაზრისით შეცდომა არ უნდა დაუშვა. ბოლო 5 თვის განმავლობაში მსოფლიოს ხუთ საუკეთესო თავდამსხმელში შევედი. არ მინდა, კონკრეტულად გავანაწილო პოზიციები, მაგრამ ხუთეულში ნამდვილად ვარ“, - თქვა ლუკაკუმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში რომელუ ლუკაკუმ ყველა ტურნირზე „ინტერის“რიგებში 17 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა.