ფეხბურთი

21:02 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ზაბიტცერის ტრანსფერთან ახლოსაა

ლონდონის „ტოტენჰემი“ „ლაიფციგის“ ფეხბურთელ მარსელ ზაბიტცერს მიუახლოვდა. ჟურნალისტი ნიკოლო შირა სოციალურ ქსელში იტყობინება, რომ ინგლისური გუნდი ავსტრიელისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.

„დეზებმა“ ზაბიტცერს კონტრაქტი 2025 წლამდე შესთავაზა და უახლოეს მომავალში „ლაიფციგს“ ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ მარსელი გერმანული გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია (6 მილიონი ევრო ხელფასი) და კლუბი ამ წინადადების გაუმჯობესებას მის შესანარჩუნებლად არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში ზაბიტცერმა გერმანიის ჩემპიონატსი 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10793