ფეხბურთი

20:31 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი "ბარსელონაზე": "ტელეფონის ნომერი შევცვალე, მაგრამ გლოვის ეტაპი გავიარე"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ესპანურ მედიასთან „ბლაუგრანაში“ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და არ ნანობს, რომ თავის დროზე ამ გუნდის გაწვრთნას დათანხმდა.

„გლოვის ეტაპი გავაირე და ვნანობ, რაც „ბარსელონაში“ მოხდა. თუმცა, ეს საქმის ნაწილია და უნდა შევეგუოთ. თუ შეგიძლია იზოლირება გააკეთო ყველაფრისგან, რაც გააკეთე, მაშინ შეგიძლია მეტ-ნაკლებად მშვიდად იცხოვრო. მე პირადად ტელეფონის ნომერი შევცვალე და იზოლირებული ვიყავი. ხშირად მაჩერებდნენ ქუჩაში და მთხოვდნენ ინტერვიუს.

ფეხბურთელებთან ურთიერთობა? მაქვს კარგი და ცუდი მოგონებები. ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იყო. ისე ვერ ვისიამოვნეთ, როგორც გვინდოდა და როგორც თავიდან წარმოვიდგენდი, გარკვეულ სირთულეებს წავაწყდი. თუმცა, ცხადია, „ბარსელონაში“ დაბრუნდებოდი, არ ვნანობ იქ წასვლას და არც არასდროს ვინანებ“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, კიკე სეტიენი „ბარსელონას“ 2020 წლის იანვრიდან წვრთნიდა, მაგრამ გუნდს წარუმატებელი სეზონი ჩაატარებინა და ტიტულიც ვრ მოიგო. ყველაფერს წერტილი კი ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ ფიასკოს (2:8) შემდეგ დაესვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.306977