„ბარსელონას“ ყოფილი, ამჟამად კი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟოან ლაპორტა, ჟურნალისტებს კლუბის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.
„ფინანსური სიძნელეები და გაურკვევლობა კლუბის ხელმძღვანელობის ცუდი მუშაობის შედეგია. მართალია, ყველაფერი კოვიდპანდემიამ დაამძიმა, მაგრამ პრობლემები მაინც მენეჯმენტის უხეირო მუშაობის შედეგია.
თუმცა ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ისევე, როგორც ლეო მესისთან ურთიერთობისა. ახლა ის ახალი პრეზიდენტის არჩევას ელოდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
რას ვეტყოდი მესის? ამისათვის ჯერ პრეზიდენტი უნდა გავხდე. მერე გავარკვევ რა შესაძლებლობები აქვს კლუბს, რათა სარფიანი წინადადება შევთავაზო.
მას ფული არ სჭირდება, „ბარსელონაში“ თამაში სურს, ოღონდ ისეთ „ბარსელონაში,“ რომელიც კონკურენტუნარიანია, იგებს ჩემპიონთა ლიგას და ქვეყნის ჩემპიონობას. ეს არის მთავარი“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს AS.