ფეხბურთი

14:47 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულში ისკო „სევილიაში“ გადავა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ისკო, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბს დატოვებს - გვამცნობს AS.

28 წლის ფეხბურთელმა „სევილიაში“ გადასვლა გადაწყვიტა, რადგან იქ დამრიგებელი, ხულენ ლოპეტეგი დახვდება, რომელიც „სამეფო კლუბის“ მწვრთნელობისას ყველა წინამორბედზე მეტად წყალობდა ისკოს. მადრიდელები მზად არიან ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი (ასეთია ისკოს სრული გვარ-სახელი) 15-20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან.

ნიჭიერი შუახაზელის „რეალთან“ კონტრაქტს ყავლი 2022 წლის ზაფხულში გასდის. მისი წლიური ხელფასი კი 7 მილიონი ევრო გახლავთ.

ისკო „რეალის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს.

0.112031