ფეხბურთი

14:25 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ ტუხელის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

“პარი სენ-ჟერმენმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის გათავისუფლების შესახებ დაწერა. გერმანელი სპეციალისტი კომპენსაციის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს, რადგან კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა და დროზე ადრე შეუწყვიტეს.

ტუხელის ხელმძღვანელობით პარიზულმა გუნდმა 95 მატჩი მოიგო, 12-ჯერ ფრედ ითამაშა და 20 შეხვედრა წააგო. ბურთების შეფარდება - 342:109. ორჯერ (2019, 2020) მოიგო საფრანგეთის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი (2000), ლიგის თასი (2000) და კლუბის ისტორიაში პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2020).

წლიურად მისი ჯამაგირი 7,5 მილიონ ევროს შეადგნდა. ბრიტანული მედია კი ამტკიცებს, რომ გერმანელი სპეციალისტით „ჩელსი“ ყოფილა დაინტერესებული, რომელთანაც 2017-ში უკვე უწარმოებია მოლაპარაკებები.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ პარიზულ კლუბს „ტოტენჰემის“ ყოფილი თავკაცი, ადრე პსჟ-ის ფეხბურთელი და კაპიტანი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს.

0.11711