ფეხბურთი

13:26 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ მატიპი შეიძლება რამდენიმე კვირით დაკარგოს

„ლივერპულის“ კამერუნელმა მცველმა, ჟოელ მატიპმა, პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ (1:1), ერთ-ერთ ეპიზოდში საზარდულის მიდამოებში ტკივილი იგრძნო და თამაში ვეღარ ჩაამთავრა.

Daily Mail წერს, რომ 29 დეკემბერს კამერუნელს გამოკვლევას ჩაუტარებენ და ცნობილი გახდება ზუსტი დიაგნოზი. უარესი სცენარის შემთხვევაში მას რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. თუმცა, მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაცვის გაძლიერებას მაინც არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „წითლებს“ უკანა ხაზში უკვე კარგა ხანია პრობლემები აქვთ. ვირჯილ ვან დეიკი და ჯო გომესი მძიმედ არიან დაშავებული, მათ ადგილზე კი ნომინალურ საყრდენს, ფაბინიოს, ასევე ჭაბუკებს, ნათანიელ ფილიპსსა და რის უილიამსს უწევთ გარჯა.

0.117561