ისტორია

9:42 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

29 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1970 - დაიბადა ენრიკო კიეზა. იტალიის ნაკრების (1996-2001), “ტერამოს” (1990-91), “კიეტის” (1991-92), “სამპდორიას” (1992-93, 1995-96), “მოდენას” (1993-94), “კრემონეზეს” (1994-95), “პარმას” (1996-99), “ფიორენტინას” (1999-2002), “ლაციოს” (2002-03), “სიენას” (2003-08), “ფილინეს” ფორვარდი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი. ევროპის 1996 და მსოფლიოს 1998 წლების ჩემპიონატების მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. 1999 წელს მოიპოვა უეფას თასი. ფინალში “პარმამ” “მარსელს” 3:0 მოუგო და ერთ-ერთი გოლი კიეზას ანგარიშზეა. 1998 წელს დაეუფლა იტალიის თასს. “სამპდორიას” რიგებში გამოსვლისას 1995-96 წლების სეზონის 27 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1862 - გამოიგონეს ბოულინგის ბურთი.

1895 - ფრენკ ვატი საფეხბურთო კლუბ “ნიუკასლ იუნაიტედის” მდივანი გახდა. ამ პოსტზე მან გარდაცვალებამდე, 1932 წლამდე იმუშავა.

1898 - ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსი” პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი გახდა. “დედოფლის პარკელთა” გუნდი 1885 წელს დაარსდა.

1906 - “მონრეალ უონდერერსმა” “ნიუ გლაზგოს” მოუგო და 1906 წლის განმავლობაში მეორედ დაისაკუთრა სტენლის თასი.

1930 - ფრედ ნიუტონმა ყველა ხანგრძლივი გაცურვა განახორციელა. იგი ფორტ დამიდან ნიუ ორლეანამდე მდინარე მისისიპის ჩაჰყვა და 1 826 მილი გაცურა.

1937 - ლუი ტეცმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, მარშალი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1956 - საფრანგეთის სახელმწიფო ტელეარხმა OღთF-მ პირველად გადასცა პირდაპირი ეთერით პირველი ლიგის საფეხბურთო მატჩი.

1957 - “დეტროიტ ლაიონზმა” “კლივლენდ ბრაუნზი” 50:14 დაამარცხა და ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.

1958 - “ბალტიმორ კოლტსმა” “ნიუ იორკ ჯაიანთსი” 23:17 დაამარცხა და ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.

1963 - დევისის თასის 52-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი ადელაიდაში ჩატარდა.

1971 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების განმეორებით მატჩში, ურუგვაის მონტევიდეოს “ნასიონალმა” ათენის “პანათინაიკოსს” 2:1 მოუგო (პირველი შეხვედრა საბერძნეთის დედაქალაქში 1:1 დასრულდა) და საპატიო პრიზის მფლობელი გახდა. მონტევიდეოს “სენტენარიოს” სტადიონზე ორი გოლი ურუგვაელთა არგენტინელმა ლეგიონერმა ლუის არტიმემ და ფილაკურისმა გაიტანეს. “ნასიონალი”: მანგა, მასნიკი, ბრუნელი, უბინასი, მონტერო კასტილიო, ბლანკო, ლუის კუბილია (მუხიკა), მანეირო, ესპარაგო, ლუის არტიმე, მამელი (ბრენო). გუნდს ვაშინგტონ ეშამენდი წვრთნიდა. “პანათინაიკოსი”: ეკონომოპულოსი, მიტროპულოსი, კაპსისი, სურპისი, ათანასოპულოსი, კამარასი (ფილაკურისი), დომაცოსი, ელეფთერაკისი, დიმიტრიუ, ანტონიადისი, კუვასი. გუნდს ფერენც პუშკაში წვრთნიდა.

1988 - მოსკოვის ცსკას ჰოკეისტთა კლუბმა, კანადაში ჩატარებული ტურნეს მსვლელობისას “ნიუ იორკ აილენდერზი” “ნასაუ კოლიზეუმში” 3:2 დაამარცხა.

1989 - ჰოკეისტი უეინ გრეცკი და ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა ათწლეულის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

2006 - ბერძნული “ოლიმპიაკოსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტრონდ სოლიედი გადააყენეს.

2007 - ინგლისური “ფულემის” მთავარ მწვრთნელად, ფეხბურთის ბრიტანელი სპეციალისტი, როი ჰოჯსონი დაინიშნა.

2008 - ღამის კლუბში მოწყობილი დებოშის გამო დააკავეს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი.

2012 - საკალათბურთო ვებ-გვერდმა Asia-basket.com-მა ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

2013 - ინციდენტი მოხდა სამთო კურორტ მერიბელის ერთ-ერთ ურთულეს ტრასაზე სრიალისას . 44 წლის მიხაელ შუმახერს თავზე დამცავი ჩაფხუტი ეკეთა, თუმცა შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ამან ვერ დაიცვა.

ინციდენტის შემდეგ და ჰოსპიტალში გადაყვანსას, მიხაელ შუმახერი გონებაზე იყო, მაგრამ მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, გრენობლის ჰოსპიტალში, თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების განცხადებით, ფ1-ის შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობა კრიტიკულია და ის კომაში იმყოფება.

ამ დღეს დაიბადნენ

1928 - ხულიო კარლოს ვერნასა. არგენტინელი ფორვარდი. 1955 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. საკლუბო დონეზე წარმატებით გამოდიოდა იტალიურ კლუბებში.

1929 - გალინა შარაბიძე (მინაიჩევა). დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურისა (1958) და თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი (1962). სსრკ ჩემპიონი დვირზე ვარჯიშში (1952). მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში (1954) და ვერცხლის პრიზიორი საგნით გუნდურ ვარჯიშში (1954). ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშებზე გალინა შარაბიძემ გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ვერცხლისმედალოსანი გახდა საგნით გუნდურ ვარჯიშში, მესამე ადგილი დაიკავა ბჯენით ხტომებში. მრავალჭიდში გალინა შარაბიძე მეოთხე იყო (75,67 ქულა), ხოლო თავისუფალ ვარჯიშში მეექვსე პოზიცია დაიკავა.

1948 - ნიკოლაი ტომინი. საბჭოთა ხელბურთელი. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი.

1953 - კეიტ შმიდტი. ამერიკელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1958 - ლახდარ ბელუმი. 1970-90-იან წლებში ალჟირის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1982 წლის მუნდიალზე, როცა ალჟირელებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები დაამარცხეს. მონაწილეობდა 1986 წლის მუნდიალზეც. 1981 წელს დაასახელეს აფრიკის საუკეთესო მოთამაშედ. დაასახელეს “შავი კონტინენტის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ოთხეულში.

1970 - ენრიკო კიეზა. იტალიის ნაკრების (1996-2001), “ტერამოს” (1990-91), “კიეტის” (1991-92), “სამპდორიას” (1992-93, 1995-96), “მოდენას” (1993-94), “კრემონეზეს” (1994-95), “პარმას” (1996-99), “ფიორენტინას” (1999-2002), “ლაციოს” (2002-03), “სიენას” (2003-08), “ფილინეს” ფორვარდი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი. ევროპის 1996 და მსოფლიოს 1998 წლების ჩემპიონატების მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. 1999 წელს მოიპოვა უეფას თასი. ფინალში “პარმამ” “მარსელს” 3:0 მოუგო და ერთ-ერთი გოლი კიეზას ანგარიშზეა. 1998 წელს დაეუფლა იტალიის თასს. “სამპდორიას” რიგებში გამოსვლისას 1995-96 წლების სეზონის 27 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

1971 - მარგოტ ტიენი. ამერიკელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1971 - ნიკლას ალექსანდერსონი. შვეციის ნაკრების (1993-2008), “გეტებორგის”, “შეფილდ უენსდის”, “ევერტონის” და “ვესტ ჰემის” ნახევარმცველი. 1992 წლის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს 2002 და 2006 წლების პირველობების, ევრო2000-ის მონაწილე. შვეციის ნაკრებში ჩაატარა 109 მატჩი, გაიტანა 7 გოლი.

1980 - ირინა ბელოვა. რუსი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1978 - დენიელ ჯონ ჰიგინბოთამი. “მანჩესტერ იუნაიტედის” (1997-2000), “დერბის”, “საუთჰემპტონის”, “სუნდერლენდის”, “სტოკის” მცველი. საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (1999). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალისტი (2003 წელი, “საუთჰემპტონის” შემადგენლობაში).

1978 - კრისტიან რაულ ლედესმა. არგენტინის ნაკრების, “არგენტინოს ხუნიორსის”, “რივერ პლეიტის”, “ჰამბურგის”, “ოლიმპიაკოსის”, “სან ლორენსოს” ნახევარმცველი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი.

0.114622