იტალიური „მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთში ტყის ტერიტორია შეიძინა. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი წერს.
როგორც ცნობილი გახდა, შვედმა თავდამსხმელმა 3 მილიონი ევრო გადაიხადა დაახლოებით 1000 ჰექტარის ტყის ფართობზე. ტერიტორია მთაში, შვედეთისა და ნორვეგიის საზღვარზე მდებარეობს. გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმოვიჩმა ნადირობისა და თევზაობის ნებართვაც მიიღო.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის სერია A-ში 6 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.