საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ დონეცკის „შახტართან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც Meta-ratings.com.ua იტყობინება, ქართველმა ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2025 წლამდე განაახლა. მისი ძველი კონტრაქტი კი 2022 წელს იწურებოდა.
აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავა ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, მამა გახდა და უახლოეს პერიოდში უკრაინის დატოვებას არ აპირებს.
27 წლის ქართველი მცველი „შახტარში“ 2017 წელს ოდესის „ჩერნომორეციდან“ გადავიდა და დონბასელთა ღირსება დღემდე 79 მატჩში დაიცვა (3 გოლი). ხოჭოლავას საქართველოს ნაკრებში 26 თამაში აქვს ჩატარებული.