მაკედონიის ჩემპიონატში დასრულდა პირველი ეტაპი. ქართველი ხელბურთელების კლუბს, პრილეპს, ცოტა დააკლდა საჩემპიონო რაუნდში გასასვლელად.
ბოლო ორ ტურში გუნდს ორი მოგება სჭირდებოდა და პირველი თამაში, სტუმრად მოუგო კიდეც სკოპიეს ბუტელს, 21-19. ამ მატჩში რევაზ ჭანტურიამ, პრილეპის საუკეთესო ბომბარდირმა, 10 გოლი გაიტანა, ხაზეინ რუსტამოვმა - 4. ჯგუფში მესამე ადგილზე გასასვლელად ასევე იბრძოდნენ პელისტერი და ტიკვეში. მოულოდნელად, ბოლოსწინა ტურში ტიკვეშმა დაამარცხა ფავორიტი, სკოპიეს მეტალურგი 40-38 და პრილეპის მოგებას აზრი დაუკარგა.
იყო შანსი, რომ ამ სამ გუნდს 19-19 ქულა დაეგროვებინა, მააგრამ პრილეპს პირადი ბალანსი უარესი ჰქონდა, ამიტომ ბოლო ტურის მატჩს, პელისტერთან, ქართველების გუნდისთვის აზრი დაეკარგა. პელისტერმა 23-16 მოიგო და სასურველ მესამე ადგილზე გავიდა.
სულ, 12 მატჩში 83 გოლი გაიტანა რევაზ ჭანტურიამ, 37- ხაზეინ რუსტამოვმა, 22 - მირიან გავაშელიშვილმა, ერთხელ კი მეტოქის კარი მეკარე ზურაბ ცინცაძემაც აიღო.
პრილეპი მეორე ეტაპზე 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებს, ფინალურ ეტაპზე ორი ჯგუფიდან გასულ 3-3 გუნდს კი საჩემპიონო ჯგუფში დაემატებიან სკოპიეს ვარდარი და ეუროფარმი.
მაკედონია, სუპერლიგა, პირველი წრის შემდეგ. (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0 - 3-3 საუკეთესო გავიდა საჩემპიონო რაუნდში, დანარჩენები - პლეიაუტში) -- B ჯგუფი: მეტალურგი 27 ქულა, 2. ბუტელ სკოპიე 25, 3. პელისტერი 22 // 4. ტიკვეში 19, 5. პრილეპი 16, 6. რაბოტნიჩკი 9, 7. მლადოსტი 6 - A ჯგუფი: 1. ოჰრიდი 36, 2. პროლეტი 24, 3. სტრუგა 19 // 4. გოლდენ არტი 16, 5. რადოვიში 15, 6. კისელა ვოდა 10, 7. სტრუმიცა 4