ფეხბურთი

22:28 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ტურინის „იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ Globe Soccer-ის ვერსიით, XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ლუზიტანელ ვარსკვლავს ჯილდო დუბაიში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა.

რონალდუს კონკურენტები ლიონელ მესი, მოჰამედ სალაჰი და რონალდინიო იყვნენ, მაგრამ გამარჯვება არავის დაუთმო. საუკუნის მწვრთნელიც გამოვლინდა და ყველას პეპ გვარდიოლამ აჯობა. პეპის უკან აღმოჩნდნენ ალექს ფერგიუსონი, ზინედინ ზიდანი და ჟოზე მოურინიო. საუკუნის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის „რეალი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „ალ-აჰლი“ იბრძოდნენ და გამარჯვება „სამეფო კლუბს“ ერგო. ამასთან, XXI საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში გახდა, რომელმაც მინო რაიოლა და ჯოვანი ბრანჩინი დაამარცხა.

გარდა ამისა, Globe Soccer-ის ვერსიით 2020 წლის საუკეთესოებიც გამოვლინდნენ. წლის ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკია, მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი, ხოლო გუნდი - „ბაიერნი“.

Globe Soccer-ის ყველა ნომინაციის გამარჯვებული:

2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი

2020 წლის საუკეთესო მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

2020 წლის საუკეთესო გუნდი: „ბაიერნი“ (გერმანია)

XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ

XXI საუკუნის საუკეთესო გუნდი: „რეალი“ (ესპანეთი)

XXI საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

XXI საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო აგენტი: ჟორჟე მენდეში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156966