ფეხბურთი

21:41 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილი: "დამშვიდობების დროა, მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას“ დაემშვიდობა და გუნდს, თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„დადგა დრო დაგემშვიდობოთ და გისურვებთ წარმატებებს, რადგან ეს გუნდი ამას იმსახურებს. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და მომავალშიც ვიქნები, სადაც არ უნდა წავიდე. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, პერსონალს, გულშემატკივრებს. ბევრი კარგი მოგონება გვაქვს. მადლობას ვუხდი ჩემი ოჯახის ყველა წევრს, ვინც ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მხარში მედგა. წარმატებები“, - დაწერა პაპუნაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსაში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 65 მატჩში თავი 13-ჯერ გამოიჩინა. ქართველი შემტევი კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერ ლიმასოლის „აპოლონში“ ითამაშებს, რომელთანაც 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვიპროსული მედიის ცნობით, გიორგის დამატება ნიქოზიის „აპოელსაც“ სურდა, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვებული „აპოლონი“ გამოვიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113349