ფეხბურთი

18:55 | 27.12.2020 | ნანახია NaN - ჯერ

"ანორთოსისი" პაოკ-ს ნიკა ნინუას ტრანსფერზე დაუკავშირდა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სალონიკის პაოკ-ს ნიკა ნინუას ტრანსფერზე მიმართა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის სატელეფონო კონტაქტი შედგა და ქართველი ფეხბურთელის კვიპროსში გადაბარგებაზე ისაუბრეს.

ტრანსფერის ინიციატორი თემურ ქეცბაიაა, რომელსაც იანვარში გუნდის გაძლიერება სურს და ნახევარდაცვაში ნინუა საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია, რადგან ის მის საფეხბურთო იდეოლოგიაში იდეალურად ჯდება.

კვიპროსელებს ნინუას დამატება სეზონის ბოლომდე იჯარით სურთ და ტრანსფერის შანსს ის გარემოება ზრდის, რომ 21 წლის ქართველს პაოკ-ში მწირი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

ფამაგუსტელები სალონიკელებისგან პასუხს ელოდებიან, რომელსაც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიიღებენ. ნიკა ნინუამ პაოკ-ის ღირსება დღემდე მხოლოდ 5 მატჩში დაიცვა და ერთადერთი გოლი გაიტანა (ულამაზესი საჯარიმო დარტყმით).


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:01 | 28.08.2019
sul2 (1775)

პიკეს ინტელექტი მოედანზეც ეტყობა და პოკერშიც წარმატების ერთერთი მთავარი ელემენტია

17:59 | 28.08.2019
araza-1918 (6330)

ლორია
კაკაბაძე ხოჭოლავა კაშია გრიგალავა
კანკავა გვილია
კვარაცხელია ანანიძე ყაზაიშვილი
ქვილითაია

17:32 | 28.08.2019
PETRUCHO (48)

სგ პიკეს იგროკი ყოფილა

14:52 | 28.08.2019
FC.BAYERN+GERMANY (10046)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=Y0ubS_Qq_bU')>0?'https://www.youtube.com/watch?v=Y0ubS_Qq_bU':'https://www.youtube.com/watch?v=Y0ubS_Qq_bU'))

14:50 | 28.08.2019
FC.BAYERN+GERMANY (10046)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=nwuBh7zzjoE')>0?'https://www.youtube.com/watch?v=nwuBh7zzjoE':'https://www.youtube.com/watch?v=nwuBh7zzjoE')) ესეც ვიდეო

0.06816