1950 – დაიბადა რობერტო ბეტეგა. იტალიის ნაკრების, “იუვენტუსის” (1968-69, 1970-83), “ვარეზეს” (1969-70) და ამერიკულ “მეიჯორ ლიგაში” კანადის წარმომადგენელ “ტორონტო ბლიზარდის” (1983-84) ფორვარდი-ნახევარმცველი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი, გაიტანა 19 გოლი. იტალიურ უპირველეს ლიგაში ჩაატარა 326 შეხვედრა, გაიტანა 129 გოლი, ამერიკული ლიგის 48 მატჩში 11 ბურთის გატანა მოახერხა. 1977 წელს დაეუფლა უეფას თასს. იტალიის შვიდგზის ჩემპიონი და აპენინელთა თასის ორგზის მფლობელი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ “იუვენტუსის” მეპატრონის უმბერტო ანიელის წინადადება მიიღო და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამ პოსტზე ბეტეგამ 2007 წლის ივნისამდე იმუშავა, თუმცა, კალჩოში მიმდინარე კორუფციულ დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობის გამო პოსტი დატოვა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1897 - “მონრეალ ვიქტორიანსმა” “ოტავა კეპიტალზი” 15:2 დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.
1937 - არგენტინელი მძლეოსანი, მარათონულ გარბენში 1932 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ხუან კარლოს საბარა, გერმანიაში ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს.
1946 - ჩოგბურთში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა გუნდმა, 1938 წლის შემდეგ პირველად მოახერხა დევისის თასის მოგება.
1951 - დევისის თასის მე-40-ე გათამაშების ფინალში, ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი სიდნეიში ჩატარდა.
1953 - “დეტროიტ ლაიონზმა” “კლივლენდ ბრაუნზი” 17:16 დაამარცხა და ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონობა მოიპოვა.
1956 - დევისის თასის 45-ე გათამაშების ფინალში, ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი “მწვანე კონტინენტის” ქალაქ ადელაიდაში ჩატარდა.
1956 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ “ბოსტონ სელტიკსის” მოთამაშე ბილ შერმანმა, საჯარიმო ტყორცნა ზუსტად რეგულარული ჩემპიონატის ზედიზედ 55-ე შეხვედრაში შეასრულა.
1959 - “ბალტიმორ კოლტსმა” “ნიუ იორკ ჯაიანთსი” 31:16 დაამარცხა და ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.
1979 - მოსკოვის ჰოკეისტთა კლუბმა ცსკამ, ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენში” ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ რეინჯერსს” 5:2 მოუგო.
1980 - ეროვნული საკალათბურთო ლიგის კლუბ “ჰიუსტონ როკითსის” მოთამაშე, კელვინ მერფიმ, რეგულარული ჩემპიონატის დღემდე მოუხსნელი რეკორდი დაამყარა. მან ზედიზედ 78-ე მატჩში ზუსტად შეასრულა საჯარიმო ტყორცნა.
1981 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ედმონტონ ოილერზის” ფორვარდმა, უეინ გრეცკიმ გოლ პლუს პასის სისტემით, 100 ქულის დაგროვება 38 მატჩში მოახერხა, რითაც NHL-ის რეკორდი დაამყარა.
2004 - “შარლოტ ბობკეთსის” მოთამაშე ემეკა ოკაფორმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში, ზედიზედ მე-16-ე ორმაგი დუბლი გააკეთა, რაც NBA-ს დებიუტანტისათვის ბოლო 12 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. თავად შეხვედრაში კი, “ვაშინგტონ უიზარდსმა” “შარლოტელი ფოცხვერები” 106:87 დაამარცხა.
2007 - საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, რამაზ ნოზაძე დასახელდა. სპორტულ ჟურნალისტთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მან ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე და ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, დავით ბედინაძე დაჯაბნა, რომლებიც შესაბამისად მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ.
2007 - ალბანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, არი ჰაანი დაინიშნა.
2007 - იტალიური “კალიარის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ნედო სონეტი გადააყენეს.
2007 - არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” მთავარ მწვრთნელად, კარლოს ისკია დანიშნეს.
2007 - ირანის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი, არტურ ჟორჟე დაინიშნა.
2013 - ამერიკელი კალათბურთელი ბობი ბრაუნი, ჩინეთის ჩემპიონატში გამორჩეული შედეგის შემოქმედი გახდა.ბრაუნის “დონგუან ლეოპარდსი” “სიჩუან ბლუ ველსს” დაუპირისპირდა და გასვლით შეხვედრაში, 2 ოვერტაიმის ჯამში 137:135 იმარჯვა, ბობიმ კი 74 ქულა მიითვალა.
ამ დღეს დაიბადნენ
1896 - არჩ უორდი. ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი. მას ეკუთვნის იდეა ბეისბოლის ეროვნული ლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის ჩატარების თაობაზე.
1899 - პოლ კოსტელო. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. 1920, 1924 და 1928 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.
1912 - ნესტორ ჩხატარაშვილი. გამოჩენილი მწვრთნელი და მსაჯი. იყო თბილისის “დინამოს” და ტოდო-ს, ქუთაისის “ტორპედოს” დამრიგებელი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საკავშირო კატეგორიის არბიტრი. ახალგაზრდობაში თამაშობდა თბილისისა და საქართველოს ნაკრებებში.
1934 - ლარისა ლატინინა. უკრაინელი ტამოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1950, 1956 და 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ამ თამაშებზე ლატინინამ მოპოვა 18 მედალი, მათ შორის 9 ოქროსი იყო.
1949 - კლაუს ფიშერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების, “შალკესა” და “კიოლნის” ფორვარდი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მუნდიალ78-ის მონაწილე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 32 გოლი. გერმანული ბუნდესლიგის 535 მატჩში გაიტანა 268 გოლი. 1979 წლის 21 ნოემბერს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში თბილისში საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 66-ე წუთზე ოთარ გაბელიას კარი აიღო. შეხვედრა გერმანელებმა 3:1 მოიგეს. გამარჯვებულთაგან 2 გოლი კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაიტანა.
1950 - რობერტო ბეტეგა. იტალიის ნაკრების, “იუვენტუსის” (1968-69, 1970-83), “ვარეზეს” (1969-70) და ამერიკულ “მეიჯორ ლიგაში” კანადის წარმომადგენელ “ტორონტო ბლიზარდის” (1983-84) ფორვარდი-ნახევარმცველი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი, გაიტანა 19 გოლი. იტალიურ უპირველეს ლიგაში ჩაატარა 326 შეხვედრა, გაიტანა 129 გოლი, ამერიკული ლიგის 48 მატჩში 11 ბურთის გატანა მოახერხა. 1977 წელს დაეუფლა უეფას თასს. იტალიის შვიდგზის ჩემპიონი და აპენინელთა თასის ორგზის მფლობელი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ “იუვენტუსის” მეპატრონის უმბერტო ანიელის წინადადება მიიღო და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამ პოსტზე ბეტეგამ 2007 წლის ივნისამდე იმუშავა, თუმცა, კალჩოში მიმდინარე კორუფციულ დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობის გამო პოსტი დატოვა.
1956 - დოინა მელინტე. რუმინელი მძლეოსანი. 1500 მეტრზე დახურულ დარბაზში რბენაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.
1957 - ჯეიმს სენფორდი. ამერიკელი მძლეოსანი. 50 მეტრზე დახურულ დარბაზში რბენაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი, რომელიც მოგვიანებით დონოვან ბეილიმ გააუმჯობესა.
1958 - რაიმონ მომენსი. 1970-90-იანი წლების ბელგიელი ნახევარმცველი. ბენილუქსელთა ქვეყნის პირველ დივიზიონში ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (613) ბელგიელ ფეხბურთელებს შორის აქვს საუკეთესო შედეგი.
1963 - დანა ჰლადეცი. ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ცხენოსანი. 1992 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ხოლო 1996 წელს გახდა ვერცხლის პრიზიორი.
1972 - კევინ ოლი. “ფილადელფია სიქსერზის” გამთამაშებელი (188 სმ).
1975 - პატრიკ პააუვე. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების, ეინდჰოვენის პსვ-ს, სიტარდის “ფორტუნას”, “გრააფსხაპის”, როტერდამის “ფეიენოორდის”, “ვალანსიენის” და მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ფეხბურთელი.