ფეხბურთი

2:09 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ გაიღვიძა

ბოქსინგ დეის ადრეული მატჩი ლესტერში გაიმართა. „ლესტერი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთმანეთს დაუზავდნენ (2:2). მანჩესტერელებმა მეორე ადგილზე ანაცვლების შანსი დაკარგეს, მას შემდეგ, რაც მასპინძლებმა მათ ორჯერ გაუთანაბრეს ანგარიში. ჩასულთაგან გოლები მარკუს რაშფორდმა და ბრუნუ ფერნანდეშმა გაიტანეს. სხვათა შორის, პორტუგალიელს მიმდინარე სეზონში უკვე 14 გოლი და რვა საგოლე პასი დაუგროვდა.

მასპინძელთაგან კი ჰარვი ბარნსმა და მოუსვენარმა ჯეიმი ვარდიმ ივარგეს.

„მანჩესტერმა“ ზედიზედ მეშვიდე გასვლითი შეხვედრა ვეღარ მოიგო პრემიერლიგაში, თუმცა ერთი რეკორდს მაინც გამოჰკრა ხელი - უკვე ზედიზედ 11 გასვლით შეხვედრაში ორ გოლზე ნაკლები არ გააქვთ, რაც პრემიერლიგის რეკორდია.

ფაქტია, სულშერის გუნდმა ბოლო დროს საგრძნობლად მოუმატა. ახლა ისინი 27 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილზე დგანან, თუმცა თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „ლესტერს“ კი ქულით მეტი აქვს და მესამე პოზიციაზეა.

„არსენალმა“ პრემიერლიგაში შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. მისი მსხვერპლი „ჩელსი“ აღმოჩნდა. მათი სამი გოლიდან განსაკუთრებით ეფექტური მეორე იყო - გრანიტ ჯაკას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა. მგონი მათი დამრიგებელი არტეტა გაგდებას გადარჩა. ჯერ-ჯერობით, ყოველ შემთხვევაში. „არსენალმა“ 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე დგას.

ლიდერყოფილმა „ასტონ ვილამ“ პატარა გმირობა ჩაიდინა „კრისტალ პალსთან.“ ბირმინგემელებმა მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ითამაშეს, მაგრამ ჯამში მაინც სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს სტუმრებს. „არწივებმა“ კი ბოლო ორ ტურში ათი ბურთი გაუშვეს, თავად კი არცერთხელ დაულაშქრავთ მეტოქის კარი.

„სიტიმ“ თავსხმა წვიმაში მოუგო „ნიუკასლს - 2:0. „ევერტონმა“ კი სტუმრად ბოლოსკენ გატეხა „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგობა ისლანდიელი გილფი სიგურდსონის გოლით, 29 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ორი პუნქტით ჩამორჩება ლიდერს, თუმცა „ლივერპული“ კვირას მასპინძლობს „ვესტ ბრომვიჩს.“

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-15 ტური. 26 დეკემბერი

ლესტერი - მანჩესტერი 2:2

ლესტერი. „კინგ პაუერი.“

0:1 რაშფორდი (23), 1:1 ბარნსი (31), 1:2 ფერნანდეში (79), 2:2 ვარდი (85)

ლესტერი: შმეიხელი, კასტანი, ევანსი, ფოფანა, ჯასთინი, ტილემანსი, ნდიდი, ბარნსი, მედისონი, ოლბრაიტონი (პერესი 81), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მანჩესტერი: დე ხეა, შოუ, მაგუაირი, ბეიი, ლინდელოფი (ტუანზებე 66), ფრედი, მაკტომინეი, ფერნანდეში, ჯეიმსი (პოგბა 54), რაშფორდი, მარსიალი (კავანი 75)

მწვრთმელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: მედისონი (54), ნდიდი (90); ფერნანდეში (45+1)

არსენალი - ჩელსი 3:1

ლონდონი. „ემირეითსი.“

1:0 ლაკაზეტი (34 პენ), 2:0 ჯაკა (44), 3:0 საკა (56), 3:1 აბრაჰამი (85)

90+1 წუთზე ჟორჟინიომ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

არსენალი: ლენო, ტირნი, მარი, ჰოლდინგი, საკა, ჯაკა, ელნენი, ბელერინი, მარტინელი (პეპე 71), ლაკაზეტი (მუსტაფი 90+5), სმიტ-როუ (უილოკი 65)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ჩელსი: მენდი, ჩილუელი, სილვა, ზუმა, ჯეიმსი, მაუნტი, კოვაჩიჩი (ჟორჟინიო 46), კანტე (ჰავერცი 74), ვერნერი (ჰადსონ-ოდოი 46), აბრაჰამი, პულიშიჩი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: მარი (16), ტირნი (83); სილვა (73)

სიტი - ნიუკასლი 2:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“

1:0 გიუნდოგანი (14), 2:0 ტორესი (55)

სიტი: ედერსონი, კანსელუ, დიაში, სტოუნზი, აკე, გიუნდოგანი (ფოდენი 90), როდრი (ფერნანდინიო 57), სილვა, ტორესი (აგუერო 77), დე ბრუინი, სტერლინგი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ნიუკასლი: დარლოუ, იედლინი, შერი, ფერნანდესი, კლარკი, რიჩი (ლუისი 66), ჰეიდენი, ლონგსტაფი, მერფი, ალმირონი (გეილი 82), ჟოელინტონი (კეროლი 71)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: როდრი (34), კანსელუ (88); რიჩი (64), შერი (80)

ფულემი - საუთჰემპტონი 0:0

ასტონ ვილა - კრისტალ პალასი 3:0

1:0 ტრაორე (5), 2:0 ჰაუსი (66), 3:0 ელ-ღაზი (76)

გაძევება: მინგსი (45 ასტონ ვილა)

შეფილდი - ევერტონი 0:1

0:1 სიგურდსონი (80)

0.121614