ფეხბურთი

1:03 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე უზბეკეთის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

უზბეკეთის სუპერლიგის 2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვთნელი შოთა არველაძეა. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სეზონი შეაჯამა და ქართველი სპეციალისტი მწვრთნელებს შორის გამოარჩია.

აღსანიშნავია, რომ შოთამ ზედიზედ მეორედ მოიპოვა უზბეკეთის სუპერლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება.

„ზედიზედ მეორედ, სუპერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს და ფეხბურთელებს, შესანიშნავი სეზონისთვის და ყველა გულშემატკივარს, ყოველდღიური მხარდაჭერისთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელში შოთამ.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორში“ 2017 წლიდან მუშაობდა და 5 ტიტული მოიგო - ორ-ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონობა და უზბეკეთის თასი, ერთხელაც უზბეკეთის ლიგის თასი. 47 წლის ქართველმა გუნდი უკვე დატოვა და ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113106