ფეხბურთი

23:46 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ პრემიერლიგაში შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

ლონდონში, „ემირეითსის“ სტადიონზე პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩი დასრულდა. „არსენალმა“ თანაქალაქელ „ჩელსის“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა, სტუმართა მცველმა, რის ჯეიმსმა საკუთარ საჯარიმოში დაარღვია წესი და ალეკსანდრ ლაკაზეტმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი.

44 -ზე გრანიტ ჯაკამ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო - 2:0.

56-ე წუთზე ბუკაიო საკამ ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0.

სტუმრებმა პრესტიჟის გოლი ბოლოსკენ შეაგდეს, თავი ტემი აბრაჰამმა გამოიჩინა.

ამრიგად, „მეთოფეებმა“ პრემიერლიგაში შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. 17 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე დგანან.

0.116591