მადრიდის „რეალი“ „სპორტინგის“ 18 წლის მცველით, ნუნუ მენდეშით დაინტერესდა - გვამცნობს Mundo Deportivo. ისინი ჭაბუკ ლისაბონელს მარსელოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ.
მენდეშის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 45 მილიონი ევროა. მის მიმართ ინტერესს „იუვენტუსიც“ იჩენს.
მიმდინარე სეზონში მენდეშმა „სპორტინგის“ შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა. პორტუგალიურ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში გასდის.
32 წლის მარსელოს „რეალთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „სამეფო კლუბში“ ის 2007 წელს გადავიდა „ფლუმინენსედან“ 6,5 მილიონ ევროდ.
მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირში „რეალის“ მაისურით მხოლოდ ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა. ორი საგოლე პასი გადააწოდა და ამდენივე ყვითელი ბარათი მიიღო.