ფეხბურთი

21:24 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძემ მოლოდინი ვერ გაამართლა და "ტენერიფე" მის შემცვლელს ეძებს

საქართველოს ნაკრების მცველის, ოთარ კაკაბაძის თამაშით „ტენერიფეში“ უკმაყოფილონი არიან. Eldorsal-ი წერს, რომ კაკაბაძემ მოლოდინი ვერ გაამართლა და იმ სათამაშო დროში, რომელიც მიიღო, ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.

„ტენერიფეს“ მთავარი მწვრთნელი ლუის მიგელ რამისი კაკაბაძეს არ ენდობა და მის პოზიციაზე ამერიკელ შაკ მურის ათამაშებს. თუმცა, რამისი ფიქრობს, რომ მურის უფრო მეტი სარგებლის მოტანა გუნდისთვის მოედნის ცეტრში შეუძლია და სწორედ ამ მიზეზით, გუნდი ახალ მარჯვენა მცველს ეძებს.

სპორტულ დირექტორ ხუან კარლოს კორდეროს დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება დაევალა, რაც მიანიშნებს, რომ კლუბში კაკაბაძის იმედი არ აქვთ. ესპანელები „ვალიადოლიდიდან“ იჯარით ლუის პერესის დამატებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე „ტენერიფეს“ მიმდინარე სეზონის წინ „ლუცერნიდან“ შეუერთდა და 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი კი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.115452