ფეხბურთი

20:51 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ დავიდ ალაბას არ ეშვება

მადრიდის „რეალი“ „ბაიერნის“ ავსტრიელი მცველის, დავიდ ალაბას გადაბირებასთან ახლოსაა. ალაბამ მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. „რეალი“ კი მზადაა, მას ჯამაგირად იმდენი გადაუხადოს, რამდენსაც ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ალაბამ რამდენჯერმე თქვა უარი „ბაიერნთან“ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამ თვის დასაწყისში კი კლუბში განაცხადეს, რომ მის შენარჩუნებას აღარ შეეცდებიან.

გერმანული მედია აღნიშნავს, ალაბამ მიუნხენელებთან ხელშეკრულების გაგრძელება იმიტომ აღარ ისურვა, რომ გუნდის ლიდერის, რობერტ ლევანდოვსკის მსგავსი ხელფასის მიღება სურდაო. პოლონელს წელიწადში 12 მილიონ ევროს უხდიან.

ალაბა წლეულს მეშვიდედ დაასახელეს ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად.

0.119997