პრემიერლიგის მე-15 ტურის გამხსნელ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლესტერს“ ეწვია. შეხვედრა 2:2 დამთავრდა.
Gracenote Live თავის ტვიტერის გვერდზე გვამცნობს, რომ მანკუნიანელებს უკვე ზედიზედ 11 გასვლით შეხვედრაში ორ გოლზე ნაკლები არ გააქვთ, რაც პრემიერლიგის რეკორდია.
ბოლო კლუბი, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სტუმრად ზედიზედ 11 და მეტ მატჩში მინიმუმ ორი ბურთი გაუტანია, ასევე „მანჩესტერია.“ 1958-59 წლებში მათმა სერიამ 13 ასეთი მატჩი შეადგინა. მოგეხსემებათ, მაშინ ჯერ პრემიერლიგა არ იყო.
„ლესტერთან“ სტუმართაგან გოლები მარკუს რაშფორდმა და ბრუნუ ფერნანდეშმა გაიტანეს.