კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ Lasexta-სთან ინტერვიუში, რომლის სული ვერსიაც ტელეარხზე მოგვიანებით გამოქვეყნდება, განაცხადა, რომ ერთი ოცნება აქვს, რომელიც არასდროს აუხდება.
„მართალია, ახლა მაქვს ყველაფერი რისი სურვილიც მქონდა, მაგრამ ერთი ოცნება მაქვს, რომლის ახდენას ვერასდროს შევძლებ. მინდა ხალხში გასვლა ჩვეულებრივად, რომ ვერ მიცნონ. ზოგჯერ ძალიან მინდა ბაზარში, კონოში, რესტორანში წასვლა ისე, რომ ყურადღების ცენტრში არ მოვხვდე“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თუ მხარეები მას არ განაახლებენ, ზაფხულში არგენტინელი გუნდს დატოვებს.