კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ანსუ ფატიმ 2021 წლისთვის მისი მთავარი მიზანი დაასახელა. როგორც ნიჭიერმა ესპანელმა აღნიშნა, სურს, რომ ტიტული მოიგოს, ოღონდ ქომაგებით სავსე „კამპ ნოუზე“.
„2021 წელს ჩემი ოცნებაა ტიტულის მოგება გულშემატკივრებით სავსე „კამპ ნოუზე“. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო რთული პანდემიის პერიოდში“, - ციტირებს ანსუ ფატის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, ანსუ ფატი ამჟამად ტრავმირებულია და ზუსტად როდის დაუბრუნდება მოედანს, ისევე როგორც გულშემატკივრები. ჯერჯერობით, სტადიონების მაყურებლებისთვის გახსნა არ იგეგმება.