ფეხბურთი

19:58 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" "ლაიპციგის" ნახევარმცველის დამატება სურს

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და "ლაიპციგის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა მარსელ ზაბიცერმა შესაძლოა კარიერა ლონდონის "ტოტენჰემში" გააგრძელოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფეხბურთელის ტრანსფერი ჟოზე მოურინიუმ მოითხოვა და კლუბი შეეცდება ზაბიცერი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაიმატოს.

ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. ჯერჯერობით უცნობია გერმანული კლუბის პოზიცია აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით.

ზაბიცერი "ლაიპციგმა" 2015 წელს "ზალცბურგიდან" დაიმატა. მას შემდეგ ავსტრიელმა 204 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 46 გოლი და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა. მარსელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114474