ფეხბურთი

11:46 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ამერიკელი მცველის დამატებას ცდილობს

ტურინის „იუვენტუსი“ ნიჭიერი ამერიკელი ფეხბურთელის ბრაიან რეინოლდსის შეძენას აპირებს. იტალიური მედიის ცნობით, 19 წლის მარჯვენა მცველის აგენტის იტალიის მოქმედი ჩემპიონის წარმომადგენლები ტელეფონით უკვე ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ რეინოლდსის შეძენას „რომაც“ ცდილობს და „დალასს“ 8 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს. თუმცა, შესაძლოა სატრანსფერო დუელში გამარჯვებული „იუვე“ გამოვიდეს.

ტურინელებს რეინოლდსის დამატება იანვარშივე სურთ, მაგრამ ტურინულ გუნდში ევროკავშირის არაწევრი მოთამაშეების ქვოტა უკვე შევსებულია, ამიტომაც, დაუყოვნებლივ მისი განათხოვრება იგეგმება, ვარიანტებს შორის „სამპდორია“ და „კალიარი“ სახელდებიან.

„იუვენტუსმა“ გასულ ზაფხულს ერთი ამერიკელი ფეხბურთელი, ვესტონ მაკკენი უკვე შეიძინა და ის „ბებერ ქალბატონს“ საკმაოდ კარგად მოერგო. ახლა დიდი შანსია 19 წლის რეინოლდსიც ტურინში ვიხილოთ. ამერიკელ ფეხბურთელს „დალასის“ რიგებში MLS-ში 27 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.115407