ფეხბურთი

22:27 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩილავერტი პარაგვაის პრეზიდენტობისთვის იბრძვის

ლეგენდარული მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი პარაგვაის პრეზიდენტობას გეგმავს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

„ვამაყობ, რომ პარაგვაელი ვარ. ჩილა - პრეზიდენტი2023“, - წერს ტვიტერში ხოსე ლუისი.

ჩილავერტმა საფეხბურთო კარიერის 10 წელი არგენტინულ „ველეს სარსფილდში“ გაატარა, რომლის რიგებში არგენტინის ჩემპიონატი და ლიბერტადორესის თასი მოიგო. სხვა და სხვა დროს, მან პარაგვაის „გუარანიში“, არგენტინულ „სან ლორენსოში“,ფრანგულ „სტრასბურსა“ და ურუგვაულ „პენიაროლში“ ითამაშა. ჩილავერტმა კარიერა 2005 წელს დაასრულა და მიუხედავად იმისა, რომ მეკარე იყო, 62 გოლი გაიტანა პენალტებისა და საჯარიმო დარტყმების მეშვეობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109127